Tuesday, November 16, 2010

მინდა ვიცოცხლო...

"ადამიანები სამგვარად შეიძლება დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ, ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არისნ. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ, ესენი უგუნური და უბედური ადამიანები არიან და მესამეთ არ უპოვიათ ღმერთი მაგრამ ეძებენ, ესენი გონიერი მაგრამ უბედურები არიან" ბლეზ პასკალი



ღმერთის გარეშე არ არსებობს ბედნიერება- არსებობს კმაყოფილება
მის გარეშე არ არსებობს თავისუფლება - არსებობს დაუმორჩილებლობა
არ არსებობს სიყვარული - არსებობს ლტოლვა
არ არსებობს სიცოცხლე - არსებობს არსებობა

მინდა ვიცოცხლო...

სიცოცხლის იყოს, ბრძოლის, იმედის და სიყვარულის - ჩემი სიცოცხლე...

Thursday, November 4, 2010

თეონა ქუმსიაშვილი - ღმერთი დიდია

Hurry Sickness


რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.. მინდა ამ გიჟური დღეების შესახებ დავწერო... დუჟმორეული სიჩქარის, არანორმალური აქტივობის და მუდმივად დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობის შესახებ რომ როგორმე რიტმი არ დააგდო, როგორმე რამეს არ ჩამორჩე .. და რაც მთავარია, რაც ესოდენ მაწუხებს - მოასწრო...ინგლისელებს აქვთ კაი ტერმინი "hurry sickness" (სიჩქარის დაავადება) მგონი ეს შემეყარა. ეხლაღა ვხვდები დროის ფარდობითობის არსებობას- დრო დამოკიდებულია იმაზე თუ სად ხარ და რა სიჩქარით მოძრაობ. არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ ასეთ რიტმს, ვიცი რაღაც დროის მერე სრულიად პასიური გავხდები... არა და რამდენი რამეა გასაკეთებელი, რაც უფრო მეტს აკეთებ მით მეტი და მეტი... და დასასრული არ უჩანს.. მაგრამ სადღაც ხომ მაინც უნდა გაჩერდე?!

Thursday, September 23, 2010

300 არაგველი



დღეს 300 არაგველის ხსენებაა. კრწანისის ბრძოლისკებ მიმავალმა 300 არაგველმა ჩემ ქუჩაზე ჩაიარა. კიდევაც ფიქრობდნენ მათ სახელზე ტაძრის აშენებას, მაგრამ არ გამოუვიდათ. აი რას უნდა აღნიშნავდნენ დღეს ჩემი უბნებლები და არა შავსფოლობას, დალევა-ღრეობით. უბანი ნგრევის ზონაშია, ძაან არ მინდა აქედან წასვლა, რამდენჯერ მითხოვია უფლისთვის აქ დამტოვე მეთქი... მაგრამ ისიცაა რომ ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენთვის უკეთესი. 300 არაგველის ლოცვითა და შემწეობით ღმერმთა გაანათლოს ჩვენი უბნებელბი და ღვთისკენ მოაქციოს უკლებლივ ყველა :)))

დღეს რაღაც განსაკუთრებულ სიხარულს ვგრძნობ!!!

"ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!

ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!

შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,

ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!

სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!

იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,

მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:

თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,

მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,


თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა."

Monday, September 20, 2010

სიმღერა



უბრალოდ ხალისიანი და ცოტათი სასაცილო სიმღერაა.. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკვიატებული. დავაშეარე, რაგდან რაღაც დროის მერე რომ მოვისმენ მასთან დაკავშირბული მხიარული წუთები გამახსენდება, გამახსენდება როგორ გვახალისებდა მე და ჩემს დას. იმასაც გავიხსნებ როგორ ვარ აღფრთოვანებული და შეყვარებული ხევსურ ხალხზე, მათ პოეტურ ბუნებაზე...

მურმან ლებანიძის ლექსი "ციცო"-ს მიხედვით

ტექსტი:

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო!

მე იმ ასაკში არა ვარ ახლა
არც იმ ჭკუაზე ვარ რომ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ქალო, უნდა გაგეყარო!

მაგრამ პატარა გოგო ტოლებში დაქრის
და ჩემი მახრა ფეხზე ჰკიდია,
მაგრამ სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

იგრე ჩამაივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
გოგო იგეთია, გოგო აგეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო...

Thursday, September 16, 2010

ოცნება








თავში ბავშვობის ოცნებები ამომიტივტივდა:

1. მინდოდა მქონდა გრძელი და ოქროსფერი თმები, ოქროსავით ბრწყინვალე... მახსოვს რომელიღაც მულტფილმში ვნახე.

2.მინდოდა მქონოდა ძალიან ღარიბი და უბრალო სახლი ტყეში, მეცხოვრა იქ ჩემს და-ძმასთან ერთად, საკვებისთვის ტყეში გავსულიყავით და სოკოები მოგვეგროვებინა.. ( ამ ოცნებას კიდევაც ვთამაშობდი ჩემს დასთან ერთად)

3. და რა თქმა უნდა როგორც ყველა ბავშვს ალბათ მეც მინდოდა თეთრი,რაც შეიძლება მეტად ყვავილებით დახუნზლული სადედოფლო კაბა... (რა უგემოვნებო ვიყავი :))

დანარჩენი აღარ მახსოვს. დღესაც მაქვს ოცნებები, მაგრამ დღევანდელი ოცნებები რეალობასთან ნაზავია და მჯერა მათი ახდენის :)))

"мечты слабых - бегство от действительности, мечты сильных формируют действительность" ისე რომ , გვჯეროდეს :)))

Sunday, September 12, 2010

დილით, ხაშზე ;)

მაგარია დილით ადრე ადგომა.. ყველაფრის თავის დროზე გაკეთება. დღეს პირველი დღეა 6-ზე რომ ავდექი და საოცრად მიხარია. აღარ მინდა ამდენი ძილი, საწოლთან კონტრაქტი მაქ: მომასახურება 10-6-მდე. მართალია ეხლა ზეზეულად მძინავს, მაგრამ არაუშავს შევეჩვევი.. რამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი და დღეებს პრაქტიკულად უქმად ვკარგავ... დღეიდან უნდა შევიცვალო!!!!

მინდა ვისწავლო ცხოვრება ისე რომ ყოველ დღე წინაზე უკეთესი იყოს :)))

ყოველ დღე ადრე ავდგები, ამ ლამაზი დილის ხათრით :))

..

Saturday, September 11, 2010

ღმერთი

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია...“

(ნოდარ დუმბაძე)

Friday, September 10, 2010

სიახლე მინდა.. :))

რაღაც მინდააა , რაღაც მაკლია ძალიან ძალიან და არ ვიცი რა... მინდა თავით ჩავეფლო საქმეებში, წუთით არ მქონდეს მოსვენება, მინდა ახალი ცოდნა შევიძინო, ახალი ადამიანები გავიცნო,ახალი საქმე გამიჩნდეს და ახალი ამბები გავიგო... ახალი სინათლე შემოვიდეს...

სიახლე მინდა.. :))






შემოდგომავ!..
..ფოთლებივით გამაცვინე დარდი
ოქროს სხივთა სითბო მინდა ვიგრძნო
განმეძარცვოს სევდის ნაფიქრალი
დავიწყებად გაიტაცოს სიომ..

..

Monday, September 6, 2010

უშენოდ...



მოუნელებელი დანაკარგებიც არსებობს თურმე... უფალო! ერთხელ კი არა, მრავალგზის დავობლდი...

Wednesday, September 1, 2010

A new time has come...

tiered, weakened, apathetic, lazy... it's all me.. these days i've lost in nothing... i feel no strength .. but it's time to revive... plz god help me :))) give me forces to meet a new day.. with new me...

so tomorrow i'v got a plan :)) that is already a progress...

a new day... the new one... with hope of news :)))

this song says more about my todays mood....



Friday, August 27, 2010

looking for...








looking for mirror that reflects my soul :))) looking forward to say: where have u been so long.. i've been waiting for you for a while..

..

Monday, August 23, 2010

მე

"ვინც შეეცდება საკუთარი "მეს" მოჩვენებითი მთლიანობა გაორებული დაგვანახოს, მას ლამის გენიოსად შერაცხავენ, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, იშვიათ და საინტერესო გამონაკლისად ჩათვლიან. სინამდვილეში კი ნებისმიერი "მე", თვით ყველაზე მიამიტიც კი, ერთი მთლიანობა კი არა, მრავალსახოვანი რთული სამყაროა, პაწია ცის კაბადონია, ფორმათა, საფეხურთა და მდგომარეობათა, მემკვიდრეობათა და შესაძლებლობათა ქაოსია. ხოლო თუ ადამიანი ცდილობს ეს ქაოსი ერთ მთლიანობად აღიქვას და საკუთარ "მეზე" ისე ლაპარაკობს, როგორც მკვრივი ფორმისა და მკაფიო მოხაზულობის მქონე მარტივ მოვლენაზე, ეს უკვე ჩვეულებრივი სიცრუეა, ყველა კაცს რომ მოსდგამს და ეტყობა ისეთივე აუცილებლობა და სასიცოცხლო მოთხოვნაა, როგორც სუნთქვა ან ჭამა." (ჰერმან ჰესე)


ამ სიტყვებმა რამდენ კითხვაზე გამცა პასუხი :))) დაბნეული საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში დაკარგული, შიშს მგვრიდა ეს მდგომარეობა. როცა რაღაც თვისებას აღმოვაჩენდი ჩემში და შემდეგ ვცდილობდი მასზე დაყრდნობას ხელთ არაფერი შემრჩებოდა და სიზმარივით განქარდებოდა, მერე მოდიოდა კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუების და უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ სწორედ ამაშია ყველაზე მეტი დადებითი : " შენი ძალა შენსავე უძლურებაში ჰპოვო", აღიარო საკუთარი უძლურება და სწორედ მაშინ ხდები ძლიერი, სრულიად მიენდო განგებას და მის ნებას და თვლიდე რომ მის გარეშე არ შეგიძლია არცა ერთი. მაგრამ მეორეს მხრივ მშურს იმ ადამანების რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ ( თუ რა თქმა უნდა ესეც "სიცრუე" არ არის "ყველა კაცს რომ მოსდგამს" ) ალბათ ვერასოდეს დავინახავ საკუთარი სულის ანატომიას,მგონი ეს მხოლოდ ასკეტთა ხვედრია, რომლებიც დღენიადაგ საკუთარ თავს სწავლობენ და უღრმავდებიან და უმაღლეს თავმდაბლობას იხვეჭენ ამასთან ერთად... მართლაც მარტივი არაფერია... მაგრამ ნუ ვიჭყლეტავთ ტვინს იმაზე რისი გაგებაც არ შეგვიძლია, მივენდოთ ღმერთს და გავიმარტივოთ ცხოვრება :))))


..

Thursday, August 19, 2010

ზღვის ნაპირზე





“იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა თქვენს საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო! დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი!”
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი



ზღვის ნაპირზე მარტო ვიჯექ

ღრუბელ-ფიქრთთან არეული

ზღვა ღელავდა ,

მომეჩვენა ვერ სუთქვადა

ცოდვით იყო ამღვრეული...

და მრისხანედ ტალღებს სცემდა

სანამ ჭუჭყი მის ნაპირზე საბოლოოდ არ გარიყა..

დამშვიდდა და დაიძინა

და მზეც ზღვაში ჩაიძირა,

ბოლო სხივით ეამბორა

ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას...

მაშინ მზემაც, ზღვამაც, მთებმაც

სიყვარული დამაფიცა

ჩემს გარშემო , ჩემი წილი

საქართველო რომ დავიცვა...



..

Sunday, August 15, 2010

ეს ნორმალურია?

რა არის ის რომ დიდხანს ვერ ჩერდები რესტორანსა თუ დაბადების დღეზე, თეატრში თუ ... როცა სიარულში გზები გემოკლება... როცა ათასჯერ ნანახს ერთხელაც არ მიაქცევ ყურადღებას.. როცა წამის მეასედებში შეგიძლია მოსწყდე რეალობას და არ დაბრუნდე სანამ არ დაგიძახებენ.. როცა ყველა ერთსა და იმავეს გეუბნება და თვლი რომ ყველა ცდება და შენ ერთი ხარ მართალი... როცა საკუთარ თავზე დაბეჯითებით ვერ იტყვი ერთ სიტყვასაც კი...

ვიცი ხვალ ამ წერილს წავიკითხავ და ვიტყვი - ეს მე დავწერე? ეს მე ვარ? ერთი და იგივე განწყობა იშვიათად თუ მეორდება...

როგორ მინდა სხვისი აზრი და მისგან მანუგეშებელი სიტყვები მოვისმინო: ეს ნორმალურია...

Thursday, July 29, 2010

წვიმს



წვიმს, ნაპირზე ვარ ადიდებულ მდინარესთან, გადასვლა მინდა... ვფიქრობ აი ეხლა გადაიღებს წვიმა, ან ეხლა, აი ცოტაც მოვიცადო გამოიდარებს და შევძლებ, გადავალ...მარგამ მზის სხივი არა და არ ჩანს... უამინდობა უფრო და უფრო მატულობს.. მდინარეც მიედინაბა... და მიედინება..

როგორი მშიშარა აღმოვჩნდი... ხანდახან ადიდებულ მდინარეშიც უნდა შეხვიდე... თუ რაიმე გსურს უბრალოდ უნდა გააკეთო რწმენით..

არც წარსულია ჩვენი, არც მომავალი... მხოლოდ აწმყო და ისიც იწურება :(((

Tuesday, July 27, 2010

სიყვარული

დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგითვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! გოდერძი ჩოხელი

Monday, July 26, 2010

დავიღალე






არ ვიცი უმიზეზოდ თუ ბოლო დროის მოვლნებმა გამოიწვია რომ ცუდად ვარ.. არაფერია იმაზე საშინელი სიცარიელეს გრძნობდე... ამაზე დიდი ტკვილილი არ არის.. ტკვილი არაფრის გამო, სიცარიელის... და თან არ იცი რით უწამლო არაფერს...ამას ჯობია რაიმე დარდი გქონდეს და ამასთან სასოებაც, ძალას გრძნობდე ღვთისაგან.. ახლა ისე მომინდა ზიარება თითქოს უკანსაკნელი იყოს ჩემთვის...„სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი“ ...

"დავიღალე... დავიღალე.. მოდი ჩემთან უფალო"

მოდი ჩემო მაცოცხლებელო წყარო,ჩემო ნუგეშინისმცემელო...

რაღაა ჯოჯოხეთი თუ არა უშენობა... "არაფერი როცა არ მიხარია განმაცოცხლე ჯვარო ცხოველმსყოფელო"

შენდამი ვსასოებ უფალო... :))) ვიცდი უკეთესი დღის მოლოდინში.. იმედია ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება...

Sunday, July 25, 2010

სამშობლო

‎"ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან." ნოდარ დუმბაძე

Saturday, July 24, 2010

თეონა ქუმსიაშვილი

სიცოცხლე, სიკვდილის შემდეგ მრავალწერტილით... ))




ნათელი, ლამაზი, მხიარული.. თვალები ღრმა, მოციმციმე ვარსკვლავები და მერე რამხელა,რამხელა სიყვარული.. ტოვებს ყველაფერს და საყვარელ ადამიანთან მთის წვერზე ცხოვრობს და მერე როგორ ახლოა ღმერთთან იქ- მთაში, ყოველი დღის მზეს მისგან გამოითხოვს და მადლობს. წკრიალა ხმით უგალობს ხალხსა და სამშობლოს, სიყვარულს, სილამაზეს... სიკვდილიც ისეთი აქვს -შესაშური.. ისეთი სიკვდილით მოგიკვდება კლდენი რომ ჩამორეცხონ ცრემლებმა, შროდიდან მოგიარონ მორიდებით, სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა...

თეო რამდენმა გამოიტირა ქვეყნის უზომო დანაკლისი, და რამდენმა ადიდა ღმერთი იმისთვის რომ შენნაირები არსებობენ... ბედნიერი ხარ... ახლა უკვე უფალთან, შენს ორ პატარა ანგელოზთან ერთად ))

და მე ბედნიერი ვარ რომ გიცნობდი... დამაფიქრე...

Thursday, July 15, 2010

გერგეტობა და სიყვარულის დღე


სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა: ზრუნვა უსიყვარულოდ უშედეგოა; პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ სიფრთხილეა; სამართლიანობა უსიყვარულოდ გულქვაობაა; სიჭკვიანე უსიყვარულოდ ეშმაკობაა; მეგობრობა უსიყვარულოდ მლიქვნელობაა; წესრიგი უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა; პატივი უსიყვარულოდ ქედმაღლობაა; ქონება უსიყვარულოდ სიხარბეა რელიგია უსიყვარულოდ ფანატიზმია; იზრდება სიყვარული რწმენით... (უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე)

Sunday, July 11, 2010

პეტრე-პავლობა :)))


თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენება :)) ... წუხელ ღამისთევა იყო ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, ქვემო სართულზე, ნახევარ სარდაფში... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირველსაუკუნის ქრისტიანებთან ერთად ვიდექი წირვაზე, დაბალჭერიანი, თაღებიაინ სარდაფი ტელევიზორში ნანახ კატაკომბებს მაგონებდა, მხოლოდ კანდელის და სანთლის შუქი ანათებდა ტაძარს, აბლსოლუტური სიმშივდე და ულევი ქრისტეს სიყვარული, რომელიც ყველას გვეფინებოდა და გვაერთიანებდა... და კიდევ ერთი სიხარული რომ დედაც ჩემთან ერთად წამოვიდა :))

ხო, 12 ივლისი ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეც არის. გზაზე მომავალს "მარშუტკაში" ნახევრად შიშველი მძღოლი და შეწუხებული მგზავრები დამხვდნენ, დილიდან ძალიან ცხელა :((

Saturday, July 3, 2010

Richard Clayderman...Flowers flowers flowers




ამ მუსიკაზე სულ მეტირება... რაღაც ჩუმად ნათქვამი სევდააა..

Friday, July 2, 2010

მინდა :))


თითქოს კარგად უნდა ვიყო

სული მაინც ვერ დამშვიდდა

ზაფხულს თეთრად მინდა ცრიდეს,

ლურჯი ცის ქვეშ წვიმდეს მინდა..


ყველაფერი ერთად მქონდეს

მშვიდი ზღვა და მწვანე მდელო

ცისარტყელის შვიდი ფერი

და თამარის საქართველო...





..

Tuesday, June 29, 2010

29 ივნისი :))


29 ივნისი :))) ჩემი დაბადების დღე...მინდა ეს დღე სამუდამოდ დამამახოსვდეს, თუმცა არ ვიცი როგორ შეიძლება ამის დავიწყება ისეთი ბედნიერი ვარ, მარგამ ადამიანებს მაინც ავიწყდებათ ხშირად კარგი, ხოდა მოდი დავწეროთ...

დილით, სამსახურში მოსულს ყველა თანამშრომელი დიდი სიყვარულით შემხვდა... და მერე მინი თათბირი გაიმართა რით გავეხარებინე.. და გამახარეს... გამახარეს და მერე როგორ, ცოტაღა მეკლდა ცრემლებალმდე... სუპრიზად მომიტანეს თამარ მეფის ხატი, კანდელი და ისი პარის სასაჩუქრე ბარათი... ასევე ნამცხვრები და წვეენი...




მე ტორტი მქონდა შეკვეთილი რომელიც დაგვიანებით და თან დამდნარ მდგომარეობაში მოვიდა ჩვენამდე... :(( გამიტყდა...




საღამოს უახლოესი მეგობრები შევიკრიბეთ :)) რამოდენიმეს გამოკლებით...


მადლობა ყველაფრისათვის :)))


Monday, June 28, 2010

HAPPY BIRTHDAY TO ME :)))

ხვალ ჩემი დაბადების დღეა... 25 წლის ვარ უკვე... წლები მაკლდება, სამაგიეროდ ტორტს ემატება სანთლები :))...



მთეეეელი საუკუნის მეოთხედი გავლიე... და ვინ იცის ცხოვრების რა ნაწილი კიდე (შესაბამისად არ ვიცი რამდენი დამრჩა) რაღაცას ვნანობ, რაღაცა მიხარია.. მაგრამ მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის ... :)))



წლის რეპორტი:
Basic achievements :)

1. ჩავაბარე დოქტურანტურაში
2. დამაწინაურეს სამსახურში
3. წონაში მოვიმატე :))) (ნახევრად ხუმრობით)

Basic failures :(

1. ვერ წავედი საზღვარგარეთ
2. ვერ ავიღე მართვის მოწმობა
3.ვერ გავთხოვდი :))) (ნახევრად ხუმრობით)

თუმცა ყველაფერი წინაა...

p.s : ხვალ ჩემი ახალი კაბა უნდა ჩავიცვა, გოგოებმა რომ მაჩუქეს ))) როგორ მიხარია :)))....

ეხლა ამ პოსტს რომ ვწერ დიდ სიყვარულს და მადლიერებას განვიცდი ყველას მიმართ... დიდი ასოებით MIYVARXART!!!!!

Thursday, June 24, 2010

მშვიდობის ხიდი...

გუშინ მშვიდობის ხიდზე ვიყავი :))) ძააააალინ მომეწონა, თვითონ ხიდიც არაჩვეულებრივია და იქედან ულამაზესი ხედი იშლება... არ ვიცი ჩემმა ბანძმა ტელეფონმა რამდენად დააფიქსირა ეს სილამაზე, მაგრამ მაინც აი სურათი..




"ყოველი ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი"

ნეტავ სამყაროს ამ ამოუწურავ წიგნში ერთი მოთხორბა მაინც წამაკითხა...

თუ ვინმეს ნახავთ და გაიცნობთ, იცოდეთ რომ მისნაირი არც აქამდე გინახიათ და არც აწი ნახავთ, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი უნიკალურია... თავის თავში ატარებს მთელი სამყაროს საიდუმლოს, სიდიადეს, სილამაზეს, რომლის ამოხსნასაც ათასწლეულებია კაცობრიობა ცდილობს... ღმერთს კი ერთი ადამიანის სული მთელ სამყაროს ურჩევნია, ღმერთი ოთხმოცდაცხრამეტს დატოვებს და ერთის საძებნელად წავა, მას არავინ ჰყავს დასაკარგი... მისთვის ყველა ძვირფასია.. ამიტომაა უმთავრესი მცნება : " შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და მეორე მცნება მსგავსი ამისი - შეიყვარო მოყვასი შენი , ვითარცა თავი თვისი"...


fire on ice :)))

პირველი სიტყვები...

ამ ბოლო დროს საკმაო თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ ვიცი თავისუფალი დროის სწორედ გამოყენება. მინდა ნაწილი მაინც ამ დორის წერას დავუთმო, წერით საკუთარ თავს უსმენ, ესაუბრები და უკეთ იცნობ, ფიქრობ ბოლოს და ბოლოს... და რახან ფიქორბ ესე იგი არსებობ... ხშირად ვერ ვგძობ არსებობას...თანაც ხმამაღლა გამოთქმული, ნაფიქრალი გეხმარება სწორი არჩევანის, სწორი გზის მოძებნაში... მთელი ცხოვრება ხომ დაუსრულებელი გზაა... დაუსრულებლად გიწევს არჩევანის კეთება, მარჯვნივ თუ მარცხნივ... და ბოლოს შენი განვლილი გზით მიახლოებით მაინც აღიწერება შენი პირვონება... მინდა ბლოგზე საკუთარი ავტოპორტრეტი დავხატო და მერე შორიდან, უცხოს თვალით შევხედო... ვნახოთ რა გამოვა.. :))) იმედია არ შემეშინდება :)) "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა".. ასე რომ : პირველი სიტყვა ...

დღის სურვილი: ნეტა ჩემ ძმას ყველაფერი გამოუვიდეს... ნეტავ ...