

დღეს 300 არაგველის ხსენებაა. კრწანისის ბრძოლისკებ მიმავალმა 300 არაგველმა ჩემ ქუჩაზე ჩაიარა. კიდევაც ფიქრობდნენ მათ სახელზე ტაძრის აშენებას, მაგრამ არ გამოუვიდათ. აი რას უნდა აღნიშნავდნენ დღეს ჩემი უბნებლები და არა შავსფოლობას, დალევა-ღრეობით. უბანი ნგრევის ზონაშია, ძაან არ მინდა აქედან წასვლა, რამდენჯერ მითხოვია უფლისთვის აქ დამტოვე მეთქი... მაგრამ ისიცაა რომ ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენთვის უკეთესი. 300 არაგველის ლოცვითა და შემწეობით ღმერმთა გაანათლოს ჩვენი უბნებელბი და ღვთისკენ მოაქციოს უკლებლივ ყველა :)))
დღეს რაღაც განსაკუთრებულ სიხარულს ვგრძნობ!!!
"ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა."
300 არაგველი თავის კუთხეს დაუბრუნდა.ერთი წუთით შეისვენეს.მერე თავიანთი ნასახლარები მოძებნეს. ვისი შთამომავლობაც არ იყო ადგილზე მოიკითხეს, სადა ხართო? თავის მართლება დაიწყეს ეს უმუშევრობამ შეგვაწუხა,ეს უგზოობამ,მაგიტო წავედით სხვა ქვეყნებშიო.მდუმარედ უსმენდენ მერე ერთერთმა უთხრა: რას ამბობთ ჩვენ მთელი სამყარო მოვიარეთ და ამაზე ლამაზი და ნოყიერი მიწა არ გვინახავსო. მეტი არ ვიცი რა მოხდა იმიტომ,რომ აბჯარი მომკითხეს და არა მქონდა.შემრცხვა. მესმის ნაწილობრივ შენი უმიზეზოდ არ გასვენებთ მაგათზე ფიქრი
ReplyDelete