"ვინც შეეცდება საკუთარი "მეს" მოჩვენებითი მთლიანობა გაორებული დაგვანახოს, მას ლამის გენიოსად შერაცხავენ, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, იშვიათ და საინტერესო გამონაკლისად ჩათვლიან. სინამდვილეში კი ნებისმიერი "მე", თვით ყველაზე მიამიტიც კი, ერთი მთლიანობა კი არა, მრავალსახოვანი რთული სამყაროა, პაწია ცის კაბადონია, ფორმათა, საფეხურთა და მდგომარეობათა, მემკვიდრეობათა და შესაძლებლობათა ქაოსია. ხოლო თუ ადამიანი ცდილობს ეს ქაოსი ერთ მთლიანობად აღიქვას და საკუთარ "მეზე" ისე ლაპარაკობს, როგორც მკვრივი ფორმისა და მკაფიო მოხაზულობის მქონე მარტივ მოვლენაზე, ეს უკვე ჩვეულებრივი სიცრუეა, ყველა კაცს რომ მოსდგამს და ეტყობა ისეთივე აუცილებლობა და სასიცოცხლო მოთხოვნაა, როგორც სუნთქვა ან ჭამა." (ჰერმან ჰესე)
ამ სიტყვებმა რამდენ კითხვაზე გამცა პასუხი :))) დაბნეული საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში დაკარგული, შიშს მგვრიდა ეს მდგომარეობა. როცა რაღაც თვისებას აღმოვაჩენდი ჩემში და შემდეგ ვცდილობდი მასზე დაყრდნობას ხელთ არაფერი შემრჩებოდა და სიზმარივით განქარდებოდა, მერე მოდიოდა კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუების და უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ სწორედ ამაშია ყველაზე მეტი დადებითი : " შენი ძალა შენსავე უძლურებაში ჰპოვო", აღიარო საკუთარი უძლურება და სწორედ მაშინ ხდები ძლიერი, სრულიად მიენდო განგებას და მის ნებას და თვლიდე რომ მის გარეშე არ შეგიძლია არცა ერთი. მაგრამ მეორეს მხრივ მშურს იმ ადამანების რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ ( თუ რა თქმა უნდა ესეც "სიცრუე" არ არის "ყველა კაცს რომ მოსდგამს" ) ალბათ ვერასოდეს დავინახავ საკუთარი სულის ანატომიას,მგონი ეს მხოლოდ ასკეტთა ხვედრია, რომლებიც დღენიადაგ საკუთარ თავს სწავლობენ და უღრმავდებიან და უმაღლეს თავმდაბლობას იხვეჭენ ამასთან ერთად... მართლაც მარტივი არაფერია... მაგრამ ნუ ვიჭყლეტავთ ტვინს იმაზე რისი გაგებაც არ შეგვიძლია, მივენდოთ ღმერთს და გავიმარტივოთ ცხოვრება :))))
..
No comments:
Post a Comment