Friday, August 27, 2010

looking for...








looking for mirror that reflects my soul :))) looking forward to say: where have u been so long.. i've been waiting for you for a while..

..

Monday, August 23, 2010

მე

"ვინც შეეცდება საკუთარი "მეს" მოჩვენებითი მთლიანობა გაორებული დაგვანახოს, მას ლამის გენიოსად შერაცხავენ, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, იშვიათ და საინტერესო გამონაკლისად ჩათვლიან. სინამდვილეში კი ნებისმიერი "მე", თვით ყველაზე მიამიტიც კი, ერთი მთლიანობა კი არა, მრავალსახოვანი რთული სამყაროა, პაწია ცის კაბადონია, ფორმათა, საფეხურთა და მდგომარეობათა, მემკვიდრეობათა და შესაძლებლობათა ქაოსია. ხოლო თუ ადამიანი ცდილობს ეს ქაოსი ერთ მთლიანობად აღიქვას და საკუთარ "მეზე" ისე ლაპარაკობს, როგორც მკვრივი ფორმისა და მკაფიო მოხაზულობის მქონე მარტივ მოვლენაზე, ეს უკვე ჩვეულებრივი სიცრუეა, ყველა კაცს რომ მოსდგამს და ეტყობა ისეთივე აუცილებლობა და სასიცოცხლო მოთხოვნაა, როგორც სუნთქვა ან ჭამა." (ჰერმან ჰესე)


ამ სიტყვებმა რამდენ კითხვაზე გამცა პასუხი :))) დაბნეული საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში დაკარგული, შიშს მგვრიდა ეს მდგომარეობა. როცა რაღაც თვისებას აღმოვაჩენდი ჩემში და შემდეგ ვცდილობდი მასზე დაყრდნობას ხელთ არაფერი შემრჩებოდა და სიზმარივით განქარდებოდა, მერე მოდიოდა კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუების და უსუსურობის შეგრძნება, მაგრამ სწორედ ამაშია ყველაზე მეტი დადებითი : " შენი ძალა შენსავე უძლურებაში ჰპოვო", აღიარო საკუთარი უძლურება და სწორედ მაშინ ხდები ძლიერი, სრულიად მიენდო განგებას და მის ნებას და თვლიდე რომ მის გარეშე არ შეგიძლია არცა ერთი. მაგრამ მეორეს მხრივ მშურს იმ ადამანების რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ ( თუ რა თქმა უნდა ესეც "სიცრუე" არ არის "ყველა კაცს რომ მოსდგამს" ) ალბათ ვერასოდეს დავინახავ საკუთარი სულის ანატომიას,მგონი ეს მხოლოდ ასკეტთა ხვედრია, რომლებიც დღენიადაგ საკუთარ თავს სწავლობენ და უღრმავდებიან და უმაღლეს თავმდაბლობას იხვეჭენ ამასთან ერთად... მართლაც მარტივი არაფერია... მაგრამ ნუ ვიჭყლეტავთ ტვინს იმაზე რისი გაგებაც არ შეგვიძლია, მივენდოთ ღმერთს და გავიმარტივოთ ცხოვრება :))))


..

Thursday, August 19, 2010

ზღვის ნაპირზე





“იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა თქვენს საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო! დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი!”
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი



ზღვის ნაპირზე მარტო ვიჯექ

ღრუბელ-ფიქრთთან არეული

ზღვა ღელავდა ,

მომეჩვენა ვერ სუთქვადა

ცოდვით იყო ამღვრეული...

და მრისხანედ ტალღებს სცემდა

სანამ ჭუჭყი მის ნაპირზე საბოლოოდ არ გარიყა..

დამშვიდდა და დაიძინა

და მზეც ზღვაში ჩაიძირა,

ბოლო სხივით ეამბორა

ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას...

მაშინ მზემაც, ზღვამაც, მთებმაც

სიყვარული დამაფიცა

ჩემს გარშემო , ჩემი წილი

საქართველო რომ დავიცვა...



..

Sunday, August 15, 2010

ეს ნორმალურია?

რა არის ის რომ დიდხანს ვერ ჩერდები რესტორანსა თუ დაბადების დღეზე, თეატრში თუ ... როცა სიარულში გზები გემოკლება... როცა ათასჯერ ნანახს ერთხელაც არ მიაქცევ ყურადღებას.. როცა წამის მეასედებში შეგიძლია მოსწყდე რეალობას და არ დაბრუნდე სანამ არ დაგიძახებენ.. როცა ყველა ერთსა და იმავეს გეუბნება და თვლი რომ ყველა ცდება და შენ ერთი ხარ მართალი... როცა საკუთარ თავზე დაბეჯითებით ვერ იტყვი ერთ სიტყვასაც კი...

ვიცი ხვალ ამ წერილს წავიკითხავ და ვიტყვი - ეს მე დავწერე? ეს მე ვარ? ერთი და იგივე განწყობა იშვიათად თუ მეორდება...

როგორ მინდა სხვისი აზრი და მისგან მანუგეშებელი სიტყვები მოვისმინო: ეს ნორმალურია...