Tuesday, November 16, 2010

მინდა ვიცოცხლო...

"ადამიანები სამგვარად შეიძლება დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ, ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არისნ. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ, ესენი უგუნური და უბედური ადამიანები არიან და მესამეთ არ უპოვიათ ღმერთი მაგრამ ეძებენ, ესენი გონიერი მაგრამ უბედურები არიან" ბლეზ პასკალი



ღმერთის გარეშე არ არსებობს ბედნიერება- არსებობს კმაყოფილება
მის გარეშე არ არსებობს თავისუფლება - არსებობს დაუმორჩილებლობა
არ არსებობს სიყვარული - არსებობს ლტოლვა
არ არსებობს სიცოცხლე - არსებობს არსებობა

მინდა ვიცოცხლო...

სიცოცხლის იყოს, ბრძოლის, იმედის და სიყვარულის - ჩემი სიცოცხლე...

Thursday, November 4, 2010

თეონა ქუმსიაშვილი - ღმერთი დიდია

Hurry Sickness


რამდენი ხანია არაფერი დამიწერია.. მინდა ამ გიჟური დღეების შესახებ დავწერო... დუჟმორეული სიჩქარის, არანორმალური აქტივობის და მუდმივად დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობის შესახებ რომ როგორმე რიტმი არ დააგდო, როგორმე რამეს არ ჩამორჩე .. და რაც მთავარია, რაც ესოდენ მაწუხებს - მოასწრო...ინგლისელებს აქვთ კაი ტერმინი "hurry sickness" (სიჩქარის დაავადება) მგონი ეს შემეყარა. ეხლაღა ვხვდები დროის ფარდობითობის არსებობას- დრო დამოკიდებულია იმაზე თუ სად ხარ და რა სიჩქარით მოძრაობ. არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ ასეთ რიტმს, ვიცი რაღაც დროის მერე სრულიად პასიური გავხდები... არა და რამდენი რამეა გასაკეთებელი, რაც უფრო მეტს აკეთებ მით მეტი და მეტი... და დასასრული არ უჩანს.. მაგრამ სადღაც ხომ მაინც უნდა გაჩერდე?!