Wednesday, November 28, 2012
შენ ჩემს წიგნებში, ჩემს ფიქრებში
მძიმე, სიტყვებით, სტრიქონს მივყვები
წარსულს აწმყოთი შევეჯიბრები..
ვერ შემაშინებს კითხვის ნიშნები
შენ და ჰაერი ერთად მჭირდებით..
რომ დავიკარგო გზები იქნები
და თუ დავეცი – ჩემი იმედი
შეგებრალები, შეგეფარები
დავიღლები და დამიღამდები..
შენ და სიცოცხლე შემიყვარდებით
მარტო დამტოვებ?– გაგიბრაზდები
დამიყვავებ და გაგიბავშვდები
გავიზრდებით და გავმთლიანდებით
ვერ შემაშინებს კითხვის ნიშნები
შენ და ჰაერი, ერთად მჭირდებით...
Tuesday, October 9, 2012
თითქმის 7 თვეა რაც ბლოგისთვის აღარ მიმიმართავს, არც ძველი წამიკითხავს არც ახალი დამიმატებია. თუმცა არც მანამდე გამოვირჩეოდი აქტიურობით. მახსოვს ამ ბლოგის შექმნის მიზეზი ის იყო რომ 24 საათი აღარ ვიყავი ტელეფონზე ჩამოკიდებული და ჩემი სამუშაო გრაფიკი მეტად უფრო თავისუფალი გახდა და მქონდა მეტი დრო საფიქრალი. დამწერეა აწმყო , რომელიც მერე წარსული გახდებოდა და მეტად დამეგეგმა, გამეანალიზებინა ჩემი ცხოვრება,თუმცა მის მერე აქამდე დრო როგორ გავიდა ისევ არ მახსოვს. არ მახსვოს იმიტომ რომ არ მიფიქრია, (ვგულისხმობ მნიშვნელოვანზე და მთავარზე). არადა ფიქრია ის მაჯისცემა რაც გახსენებს რომ შენ ხარ მსოფლიოს, ცხოვრების ნაწილი და არ უნდა ჩაგიაროს ცხოვრებამ სადღაცას მიღმა.. თუ არ იფიქრე და არ შეიგრძენი არ ცხოვრობ, მხოლოდ არსებობ.
როდესაც ასეთი ინერტული და პასიური ვხდები მუდამ დეპრესიის მსგავსი მოწყენილობა მემართება , მერე შემოვუძახებ ჩემს თავს დავეუფლო ახალ ცოდნას, ახლებულად შევხედო სამყაროს, გავხდე ახალი ადამიანი.
ვფიქრობ ორი რამით ამაღდება ადამიანი : დიდი განათლებით და დიდი გრძნობით. არც ერთი მე ჯერ არ დამმართნია.
თუმცა ყველაფრის წყარო რა თქმა უნდა ღმერთია. მაგრამ ღმერთსაც უნდა შესწავლა და შეგრძნება. მე კი მცონარების ვნებით შებყრობილი ვერც ერთს ვერ ვახერხებ.
მინდა ვიცოდე და მიყვარდეს!
მაინც მოკლედ დავწერ ერთ წლიანი ინტერვალის შესახებ:
1 . შევიცვალე სამსახური (დავწინაურდი)
2 . შევიძინინე მანქანა
3 . დედამ მუშაობა შეწყვიტა
4 . ჩემმა დამ სამსახური დაიწყო
არც თუ ისე უმნიშვნელო სიახლეებია :) მათ შორის მესამეზე დიდ ხანს ვნატრობდი.
დიდება უფალს ყველაფრისათვის.
Monday, February 27, 2012
ძალიან ლამაზი მუსიკა ulamazesi melodia
ულამაზესი მუსიკა... სიცოცხლის, სიყვარულის სურვილის, სიხარულის მომნიჭებელი :)
Sunday, February 26, 2012
ყველაზე მნიშვნელოვანი...
27 ნოემბერი, დიდმარხივს პირველი დღე..
"სული ჩემი თითქოს ცოდვით მკვდარია
ასე როგორ გამიმეტე სოფელო?!
არაფერი როცა არ მიხარია
განმაცოცხლე ჯვარო ცხოველმსყოფელო"..,
(მეუფე თადეოზი)
ყველაზე დიდი შიში მაქ დროისა, უმიზნოდ გასულ დღეებს დანანებით ვიხსენებ და მთრგუნავს, მერე და ასეთი რამდენია... ასეთ დღეებში ვერ ვგრძნობ სიცოცხლეს, მის სურვილს და სურვილს მოგძებნო, გიპოვო და ახლოს გიგულო, მერე ვეცადო არსად წახვიდე.. მიხარის დიდმარხვის დღეების დადგომა, რამდენ რამეს ვგეგმავ, რამდენ ცვლილებას, რამდენს ველი იმედით! დიდი იმედით... ვერავინ ახსნა დროის საიდუმლო, მაგრამ გონებით აუხსნელი გულით შეიგრძნობა მისი არ არსებობა როდესაც გოლგოთას მიუყვები გყიდიან,გაწამებენ და მეც სადღაცას ვდგავარ.. არ აქვს მნიშვნელობა დროსა და სივრცის კოორდინატებს და ირღვევა ყველაფერი.. და ეს სამყარო დროსა და სივრცის გარეშე გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე სამყარო, რომელსაც ჩვენ რეალურს ვეძახით.. ამის მოლოდინით მოხვდე ის ამ სამყაროში მახარებს დიდმარხვის დადგომა და იმ მისტიური დღეების შეგრძნება ყველაფერს რომ ცვლის, თავდაყირა რომ აყენებს აქამდე წარმოდგენილ სიცოცხლის არსს და მტვერივით მიმოაბნევს მასზე დამყარებულ იმედებსა და ოცნებებს და რჩება გულში მხოლოდ სიტყვები : "მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა"..
Subscribe to:
Comments (Atom)