
ნეტავ ოცნება ამიხდეს...
და საქართველოს ტაძრები ყველა სალოცი გამიხდეს.
არც ერთი იყოს დანგრეულ, მარტოდ, ეულად მყოფელი,
როგორც უფალი ჯვარცმული , მრავალტანჯული სოფელით.
არ გავიგონო მის ქვეშე ანგელოზთ ცრემლით გოდება,
აღარ ხდებოდეს ტაძრების მუსლიმთ მეჩეთად წოდება,
თავს ჯვარი ედგას ქრისტესი მარადჟამს ზე-აღმართული
ზარები რეკდეს სამრეკლოს ოშკის, იშხანის, ხახულის...
ბანის მინდვრებზე მენახოს ქრისტეს მხედრობა გაშლილი
და მისთვის სიკვდილს ეძებდნენ ჯავრიან გულით აღვსილნი
მეფე ლოცავდეს ქართულ ჯარს ძველი დიდების მსგავსადა
ქრისტეს სისხლ-ხორცსა იღებდნენ, მით ივსებოდნენ ძალადა.
ხანძთის გზას მიუყვებოდეს ბერი უფლისა ერთგული
მან განგვიმტკიცოს რწმენა და ზეცასთან ვიყოთ შეკრული
ღვთისმშობლის ლოცვა გვესმოდეს- ღმერთო მიცხონე ერიო,
რომელმან სისხლი დაღვარა და სინანულის ცრემლიო
ღმერთო ოცნება ამიხდეს
და საქართველოს ტაძრები ყველა სალოცი გამიხდეს...
ყველა საკოცნი გამიხდეს...