Tuesday, April 19, 2011

ცისა და ქვეყნის შემოქმედი - ფასი 30 ვერცხლი!


20 აპრილი, ვნების ოთხშაბათი. ისევ გაიყიდა მაცხოვარი, ამჯერად ისევ 30 ვერცხლად. ამას წინათ ვწერდი რატომ არ შეიძლება ადამიანმა დროისა და სივრცის საზღვრები დაარღვიოს მეთქი და მგონი ირღვევა. ვართ იმ ოთხშაბათში როდესაც უფალი გაიყიდა, უბრალოდ საჭიროა ამის განცდა, დანახვა.. სულით და გულით.. მთავარია სად ვარ? იქ სადაც ყიდიან? თუ იქ სადაც მის გვერდით დგანან, რათა მასთან ერთად შესვან სიმწრის სასუმელი, მასთან ერთად დამცირდნენ და მასთან ეცვან ჯვარს!

შეგივრდები შენ უფალო, შემიწყალე მე... "არა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ: მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა"


ცისა და ქვეყნის შემოქმედი - ფასი 30 ვერცხლი!
დაისაჯოს - სიკვდილით!

ადამიანები კვლავაც სამართალს ქმნიან... და ქვეყნებს ნათელი მომავლისთვის ამზადებენ..

პ.ს : კიდევ ერთი- ცა ოქროსფერი ღრუბელებითაა დაფარული და წვიმა ტალახიანი მოდის. ყველა ამოსვრილები ვართ! ტალახში...