უცნაური დროა გაზაფხული, ყველაფერი მკვდარი ცოცხლდება.. თუმცა ისე ვამბობ თითქოს სხვა დანარჩენი ნაცნობია.. მე კი ისე მინდა ვიცნობდე, ადამიანი ხომ ამ ყველაფარის მფლობელია , მისთვის შეიქმნა დროცა და სივრცეც, ჩვენ კი ვერც ერთის საიდუმლო ვერ ამოვხსენით.. რატომ არ აქვს ადამიანს სამყაროს თანდაყოლილი ცოდნა? ისევე როგორც ფუტკარს მაგალითად, რომელმაც ზუსტად იცის ფიჭა როგორ გააკეეთოს, მკაცრი მათემატიკური სიზუსტით.ვერ ვგძნობ მე თავს ადამიანად.. უფრო დაუცველ, უმცირეს არსებად ვგძნობ თავს, რომელმაც არც კი იცის მისთვის შექმნილ სამყაროში როგორ იცხოვროს,უფრო მეტიც ხშირად ტანჯვაც კია მისი აქ ყოფნა და რაც ყველაზე მთავარია ამ ყველაფრის თითქოს ბატონ-პატრონი ემორჩილება ბუნების სულ მცირე წესსაც კი და ვერ გადადის მისგან. მაშინ გაურკვეველია სიტყვა-თავისუფლება. მოგონილი ცნებაა როდესაც ბუნებაში ყველაფერი განსაზღვრული და დეტერმინირებულია, და ჩვენ მის კანონს ვემორჩილებით. ადამიანს ვამბობ თორე ვგულისხმობ ჩემნაირ არსებას თუ არ-არსებას. ალბათ ნამდვილმა ადამიანმა იცის ამ ყველაფერზე პასუხი, ისიც იცის როდის, რა და რატომ ხდება, არც დაუცველად გრძნობს თავს, არც არაფრის ეშინია და მეტიც ბუნების კანონებსაც კი გადადის... ადამიანი აღარ არის ადამიანი თუ იგი ღმერთისგან, ღმერთთან და ღმერთით არ არსებობს. დეგრადირდება და კვდება(მატერიაში სიკვდილს არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც ღვთის დაშვებით ხდება).
გაზაფხულმა მკვდარი ბუნება გააცოცხლა... მეც გავცოცხლდები, შენით და შენს გამო.. :)))
სად არს სიცოცხლე და სად სიკვდილი
თუ სიცოცხლეში ყოველ დღე ვკვდები?!