Thursday, January 6, 2011
იესუ დაბადებულა!!!! :)))))
6 იანვარი, შობა დგება.. უფალი იშუება დედამიწაზე, ადამიანთა შორის ადამიანთა მსგავსი, რათა უფრო ახლო იყოს ადამიანებთან, იშუება ბაგაში, ცისა და მიწის შემოქმედი.. დიდება უფალს!!! ჩემი ღმერთი უპოვარი, მშიერი, მწყურვალი, დამცირებული და ჯვარზე გაკრულია.. მშვიდია და მდაბალი..
უფალო ისე შემაყვარე შენი თავი როგორც ცოდვა მიყვარს... "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის".. დღეს აღსარებას ვიტყვი, ოდნავ მაინც გაგისუფთავებ ჩემს დაბინძურებულ გულს და ბაგას მოგიმზადებ უფალო, რათა იშუა ჩემს გულშიც...
" საკვირველ-ჰყავ წყალობა შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩუენე ძალი სიტკბოებისა შენისა, და გამომიცხადე სიმტკიცე კეთილ-ნაწლეობისა შენისა, და შემიწყნარე მე ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი და მეძავი "
იუსუ დაბადებულა!!! ალილო!!! ))))))))))
Wednesday, January 5, 2011
სამსახურში...

დავამძიმე ჩემი ბლოგი სევდიანი ფურცლებით, მაგრამ სამწუხაროდ წერა უმეტესად მაშინ მინდება როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ. 4:03 ვზივარ სამსახურში, უმიზნოდ, უხალისოდ, უინტერესოდ. არა და რამდენი საქმეა, რამდენი რამ მაქ გასაკეთებელი, მაგრამ განწყობით აბსოლუტურად პასიური ვარ. საკუთარ თავს ვამხნევებ და ვაქეზებ საქმისკენ, ჯერ ჯერობით ვერ "დავიქოქე" :((
ძალიან უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, რაც მინდოდა იმის მესამედიც ვერ გავაკეთე
დღეს ოთხშაბათია, 5 იანვარი
პროგრამა მინიმუმი: თვის ბოლოს ერთი გამოცდა მაინც უნდა მქონდეს ჩაბარებული.
პროგრამა მაქსიმუმი: თვის ბოლომდე ჩავაბარებ ორ გამოცდას და გავაკეთებ რეესტრს
ღმერთო შემეწიე... ხო, შობა ახლოვდება.. ალილო ))))
Saturday, January 1, 2011
ახალი წელი...
1 იანვარი, ახალი წელი... ეკლესიურად მცხოვრები ხალხი 14-ს თვლის ახალ წლად, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ამ ორ კვირაში არაფერი შეიცვლება და თანაც ნებისმიერი ახალი დღიდან შეიძლება ახალი წელი ავითვალოთ... საღამოა, სტუმრების და მეგობრების წყალობით მთელი დღე მხიარულად განვლე, ეხლა კი მარტო ვარ და მოულოდნელად მოიქუხრა გულში და თვალები დამისველა...ეხლა, ახალი წლის პირველ დღეს საშინლად დამენანა ძველი წელი, ისე გავაცილე მისთვის კარგი ცოტა თუ გამიტანებია, არადა დრო თავისას ითხოვს და სამართლიანადაც.. ცუდი გრძნობაა დანანება.. ბევრი რამ გამახსენდა ერთად.. ბევ რამეში ვარ დამნაშავე.. მინდა შევიცვალო, ჩავძვრე გულის სიღრმეში და იქ ახალი საგანძური, ახალი მიზნები ვიპოვო.. შენ გიპოვო უფალო, თავიდან, კიდევ ერთხელ, მაცხოვარო და განმაცოცხლებელო ჩემო, კიდევ ერთხელ დაიბადო ჩემს გულში, რომ კიდევ ერთხელ ჯვარს ეცვა და კიდევ ერთხელ აღმადგინო.. გამოფხიზლების პერიოდია მწარე, არა და ვიცი უმეტესად ილუზიაში ვარ , თორემ სხვაგვარად გავგიჟდებოდი იმდენად უსასოოა ეს ყველაფერი.. ანუ მე.. იშვიათად ვხვდები როგორი საშინელიც ვარ და ხანდახან მეჩვენება რომ გარშემო ყველა ქვეცნობიერად შეთანხმებულია -ამაზე არ ილაპარაკონ...
შევიცვლები...
ღმერთა მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ წელში მქონდა... ბედნიერი ვიყავი
შევიცვლები...
ღმერთა მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ წელში მქონდა... ბედნიერი ვიყავი
Subscribe to:
Comments (Atom)