ძირითადად კარგად ვგრძნობ თავს, ბედნიერად მაგრამ თუ ასე არ არის და
გეკითხებიან როგორ ხარო ისე რომ არც აინტერესებთ, რას უპასუხებ თუ არა კარგადო? რატომ დაიწყებ წუწუნს მასთან ვისაც ეს სულაც არ აინტერესებს?!...
ანთუ მართლა აინტერესებთ როგორ ხარ და გულიც შესტკივათ შენზე, როგორ ეტყვი რომ არ ხარ კარგად და როგორ დასწყვეტ გულს ამით..
ისე რომ, ყოველთვის კარგად ვარ... :)
Monday, October 10, 2011
Monday, June 20, 2011
თიანეთის საგანძური
მამა ალექსანდრეს ფილმი. ფესტივალზე აპირებენ გატანას სასექტემბროდ :) ფილმი ისეთივე მშვიდი და სითბოთია სავსე , ისეთივე ღრმაა როგორც თავად მამა არის ჩემთვის. შენ არასოდეს გიყვარს მამაო სიყვარულის გამოხატვა მრევლისა შენდამი, ხოტბა ან თუნდაც ზედმეტი ყურადღება :) შორიდან, ჩემთვის მაინც გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ!!! მიყვარხარ როგორც სამშობლო, როგორც მშობელი, რომელის გარეშეც არ მინდა ცხოვრების გატარება. მინდა მუდამ ჩემს გვერდით იყო, სამშობლოს საამო ხმებთან ერთად შენი ტკბილი ხმა, შენი სიყვარულით სავსე სიტყვები ჩამესმოდეს ყურში... <3
Monday, May 16, 2011
ოცნება

ნეტავ ოცნება ამიხდეს...
და საქართველოს ტაძრები ყველა სალოცი გამიხდეს.
არც ერთი იყოს დანგრეულ, მარტოდ, ეულად მყოფელი,
როგორც უფალი ჯვარცმული , მრავალტანჯული სოფელით.
არ გავიგონო მის ქვეშე ანგელოზთ ცრემლით გოდება,
აღარ ხდებოდეს ტაძრების მუსლიმთ მეჩეთად წოდება,
თავს ჯვარი ედგას ქრისტესი მარადჟამს ზე-აღმართული
ზარები რეკდეს სამრეკლოს ოშკის, იშხანის, ხახულის...
ბანის მინდვრებზე მენახოს ქრისტეს მხედრობა გაშლილი
და მისთვის სიკვდილს ეძებდნენ ჯავრიან გულით აღვსილნი
მეფე ლოცავდეს ქართულ ჯარს ძველი დიდების მსგავსადა
ქრისტეს სისხლ-ხორცსა იღებდნენ, მით ივსებოდნენ ძალადა.
ხანძთის გზას მიუყვებოდეს ბერი უფლისა ერთგული
მან განგვიმტკიცოს რწმენა და ზეცასთან ვიყოთ შეკრული
ღვთისმშობლის ლოცვა გვესმოდეს- ღმერთო მიცხონე ერიო,
რომელმან სისხლი დაღვარა და სინანულის ცრემლიო
ღმერთო ოცნება ამიხდეს
და საქართველოს ტაძრები ყველა სალოცი გამიხდეს...
ყველა საკოცნი გამიხდეს...
Tuesday, April 19, 2011
ცისა და ქვეყნის შემოქმედი - ფასი 30 ვერცხლი!
20 აპრილი, ვნების ოთხშაბათი. ისევ გაიყიდა მაცხოვარი, ამჯერად ისევ 30 ვერცხლად. ამას წინათ ვწერდი რატომ არ შეიძლება ადამიანმა დროისა და სივრცის საზღვრები დაარღვიოს მეთქი და მგონი ირღვევა. ვართ იმ ოთხშაბათში როდესაც უფალი გაიყიდა, უბრალოდ საჭიროა ამის განცდა, დანახვა.. სულით და გულით.. მთავარია სად ვარ? იქ სადაც ყიდიან? თუ იქ სადაც მის გვერდით დგანან, რათა მასთან ერთად შესვან სიმწრის სასუმელი, მასთან ერთად დამცირდნენ და მასთან ეცვან ჯვარს!
შეგივრდები შენ უფალო, შემიწყალე მე... "არა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ: მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა"
ცისა და ქვეყნის შემოქმედი - ფასი 30 ვერცხლი!
დაისაჯოს - სიკვდილით!
ადამიანები კვლავაც სამართალს ქმნიან... და ქვეყნებს ნათელი მომავლისთვის ამზადებენ..
პ.ს : კიდევ ერთი- ცა ოქროსფერი ღრუბელებითაა დაფარული და წვიმა ტალახიანი მოდის. ყველა ამოსვრილები ვართ! ტალახში...
Thursday, March 31, 2011
გაზაფხული...
უცნაური დროა გაზაფხული, ყველაფერი მკვდარი ცოცხლდება.. თუმცა ისე ვამბობ თითქოს სხვა დანარჩენი ნაცნობია.. მე კი ისე მინდა ვიცნობდე, ადამიანი ხომ ამ ყველაფარის მფლობელია , მისთვის შეიქმნა დროცა და სივრცეც, ჩვენ კი ვერც ერთის საიდუმლო ვერ ამოვხსენით.. რატომ არ აქვს ადამიანს სამყაროს თანდაყოლილი ცოდნა? ისევე როგორც ფუტკარს მაგალითად, რომელმაც ზუსტად იცის ფიჭა როგორ გააკეეთოს, მკაცრი მათემატიკური სიზუსტით.ვერ ვგძნობ მე თავს ადამიანად.. უფრო დაუცველ, უმცირეს არსებად ვგძნობ თავს, რომელმაც არც კი იცის მისთვის შექმნილ სამყაროში როგორ იცხოვროს,უფრო მეტიც ხშირად ტანჯვაც კია მისი აქ ყოფნა და რაც ყველაზე მთავარია ამ ყველაფრის თითქოს ბატონ-პატრონი ემორჩილება ბუნების სულ მცირე წესსაც კი და ვერ გადადის მისგან. მაშინ გაურკვეველია სიტყვა-თავისუფლება. მოგონილი ცნებაა როდესაც ბუნებაში ყველაფერი განსაზღვრული და დეტერმინირებულია, და ჩვენ მის კანონს ვემორჩილებით. ადამიანს ვამბობ თორე ვგულისხმობ ჩემნაირ არსებას თუ არ-არსებას. ალბათ ნამდვილმა ადამიანმა იცის ამ ყველაფერზე პასუხი, ისიც იცის როდის, რა და რატომ ხდება, არც დაუცველად გრძნობს თავს, არც არაფრის ეშინია და მეტიც ბუნების კანონებსაც კი გადადის... ადამიანი აღარ არის ადამიანი თუ იგი ღმერთისგან, ღმერთთან და ღმერთით არ არსებობს. დეგრადირდება და კვდება(მატერიაში სიკვდილს არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც ღვთის დაშვებით ხდება).
გაზაფხულმა მკვდარი ბუნება გააცოცხლა... მეც გავცოცხლდები, შენით და შენს გამო.. :)))
სად არს სიცოცხლე და სად სიკვდილი
თუ სიცოცხლეში ყოველ დღე ვკვდები?!
გაზაფხულმა მკვდარი ბუნება გააცოცხლა... მეც გავცოცხლდები, შენით და შენს გამო.. :)))
სად არს სიცოცხლე და სად სიკვდილი
თუ სიცოცხლეში ყოველ დღე ვკვდები?!
Wednesday, February 23, 2011
***
უკვე ერთი თვე შესრულდა, დღეებად, საათებად, წუთებად დათვლილი... ფიქრებად- ვაი თუ სცივა, შია ან წყურია, ან ეშინია, ან უჭირს, ან ჩვენზე ფიქრობს - ჩვენ რა გვიჭირს.. ეხლა უფრო მეტად მივხვდი ბევრ რამეს, ეხლა უფრო ვგრძნობ სისხლისმიერ და სულიერ სიახლოვეს... შენს თავს ღვთისადმი ვსასოებ... ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის ვავედრებ ყოველ დღე, შენს გაძლიერებას სულით და ხორცით.. როგორ მინდა რომ შეცვლილი, ძლიერი, რწმენაში განტკიცებული და დავაჟკაცებული ჩამოხვიდე :)))) როგორ მინდა, როგორ...
მინდა ყველანი ერთად გნახოთ...
მინდა ყველანი ერთად გნახოთ...
Friday, February 18, 2011
ღამე

ღამე 1:56
არ მეძინება.. უცნაური შეგრძნება..
სიჩუმე... სიბნელე... სიმარტოვე ... კითხვა დამებადა წამიერად: ცოცხლობს კი ვინმე დედამიწაზე?! თუ მე ერთი ვარ.. და გარშემო არავინ და არაფერი...
რამდენი რამ მომდის და ქრება გონებაში, ისე რომ მათ გვარიანად გარჩევასაც კი ვერ ვასწრებ..
აზრები ფრაგმენტებად ან ფრაგმენტები აზრებად... აზრი მაინც აზრია , ვერასოდეს იქნება მართალი, რეალური, რადგან განუწყვეტლივ იმყოფება გძნობების, ვნებების, სურვილების იმპულსებს ქვეშ.. რაც ეხლა ვიფიქრე ხვალ უცხო იქნება ჩემთვის..
ხვალ გათენდება...
Wednesday, February 16, 2011
მიზნები

1. რეესტრის გაკეთება
2. მშენებლობის ნებართვის აღება
3. HP OpenView პროექტის დასრულება
4. სერვისის დოკუმენტაცია
5. სახლის კარის გამოცვლა
6. გრონინგენში წასვლა (?)
მიზნების "Deadline"- 01.06.2011
მთავარი მიზანი: "უპირველესად ეძიბედით სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი მოგეცეთ თქვენ" (ეს მიზანი თან მაქვს თან არა მაქვს. მინდა მუდამ მქონდეს)
უფალო შემეწიე..
Thursday, January 6, 2011
იესუ დაბადებულა!!!! :)))))
6 იანვარი, შობა დგება.. უფალი იშუება დედამიწაზე, ადამიანთა შორის ადამიანთა მსგავსი, რათა უფრო ახლო იყოს ადამიანებთან, იშუება ბაგაში, ცისა და მიწის შემოქმედი.. დიდება უფალს!!! ჩემი ღმერთი უპოვარი, მშიერი, მწყურვალი, დამცირებული და ჯვარზე გაკრულია.. მშვიდია და მდაბალი..
უფალო ისე შემაყვარე შენი თავი როგორც ცოდვა მიყვარს... "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის".. დღეს აღსარებას ვიტყვი, ოდნავ მაინც გაგისუფთავებ ჩემს დაბინძურებულ გულს და ბაგას მოგიმზადებ უფალო, რათა იშუა ჩემს გულშიც...
" საკვირველ-ჰყავ წყალობა შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩუენე ძალი სიტკბოებისა შენისა, და გამომიცხადე სიმტკიცე კეთილ-ნაწლეობისა შენისა, და შემიწყნარე მე ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი და მეძავი "
იუსუ დაბადებულა!!! ალილო!!! ))))))))))
Wednesday, January 5, 2011
სამსახურში...

დავამძიმე ჩემი ბლოგი სევდიანი ფურცლებით, მაგრამ სამწუხაროდ წერა უმეტესად მაშინ მინდება როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ. 4:03 ვზივარ სამსახურში, უმიზნოდ, უხალისოდ, უინტერესოდ. არა და რამდენი საქმეა, რამდენი რამ მაქ გასაკეთებელი, მაგრამ განწყობით აბსოლუტურად პასიური ვარ. საკუთარ თავს ვამხნევებ და ვაქეზებ საქმისკენ, ჯერ ჯერობით ვერ "დავიქოქე" :((
ძალიან უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, რაც მინდოდა იმის მესამედიც ვერ გავაკეთე
დღეს ოთხშაბათია, 5 იანვარი
პროგრამა მინიმუმი: თვის ბოლოს ერთი გამოცდა მაინც უნდა მქონდეს ჩაბარებული.
პროგრამა მაქსიმუმი: თვის ბოლომდე ჩავაბარებ ორ გამოცდას და გავაკეთებ რეესტრს
ღმერთო შემეწიე... ხო, შობა ახლოვდება.. ალილო ))))
Saturday, January 1, 2011
ახალი წელი...
1 იანვარი, ახალი წელი... ეკლესიურად მცხოვრები ხალხი 14-ს თვლის ახალ წლად, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ამ ორ კვირაში არაფერი შეიცვლება და თანაც ნებისმიერი ახალი დღიდან შეიძლება ახალი წელი ავითვალოთ... საღამოა, სტუმრების და მეგობრების წყალობით მთელი დღე მხიარულად განვლე, ეხლა კი მარტო ვარ და მოულოდნელად მოიქუხრა გულში და თვალები დამისველა...ეხლა, ახალი წლის პირველ დღეს საშინლად დამენანა ძველი წელი, ისე გავაცილე მისთვის კარგი ცოტა თუ გამიტანებია, არადა დრო თავისას ითხოვს და სამართლიანადაც.. ცუდი გრძნობაა დანანება.. ბევრი რამ გამახსენდა ერთად.. ბევ რამეში ვარ დამნაშავე.. მინდა შევიცვალო, ჩავძვრე გულის სიღრმეში და იქ ახალი საგანძური, ახალი მიზნები ვიპოვო.. შენ გიპოვო უფალო, თავიდან, კიდევ ერთხელ, მაცხოვარო და განმაცოცხლებელო ჩემო, კიდევ ერთხელ დაიბადო ჩემს გულში, რომ კიდევ ერთხელ ჯვარს ეცვა და კიდევ ერთხელ აღმადგინო.. გამოფხიზლების პერიოდია მწარე, არა და ვიცი უმეტესად ილუზიაში ვარ , თორემ სხვაგვარად გავგიჟდებოდი იმდენად უსასოოა ეს ყველაფერი.. ანუ მე.. იშვიათად ვხვდები როგორი საშინელიც ვარ და ხანდახან მეჩვენება რომ გარშემო ყველა ქვეცნობიერად შეთანხმებულია -ამაზე არ ილაპარაკონ...
შევიცვლები...
ღმერთა მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ წელში მქონდა... ბედნიერი ვიყავი
შევიცვლები...
ღმერთა მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ წელში მქონდა... ბედნიერი ვიყავი
Subscribe to:
Comments (Atom)